Belive

ვალდერამა: "ხამესი რეალიდან უნდა წავიდეს, რადგან ზიდანს ის არ სჭირდება"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა კოლუმბიელმა ფეხბურთელმა, კარლოს ვალდერამამ თავის ახალგაზრდა თანამემამულეზე, ხამეს როდრიგესზე ისაუბრა. ვალდერამას აზრით, ხამეს როდრიგესმა "რეალი" უნდა დატოვოს, რადგან ის ზინედინ ზიდანის გეგმებში არ ჯდება.
"ხამესი რეალიდან უნდა წავიდეს. მწვრთნელს ის არ სჭირდება. თუ გუნდში დარჩება, ვერ ითამაშებს. გულშემატკივრებს გაუხარდათ, როცა ხამესი დაბრუნდა. გაუხარდა გუნდის პრეზიდენტსაც, თუმცა ზიდანს მასთან მუშაობა არ სურს და თუ დარჩება ვერ ითამაშებს. ერთადერთი, ვინც შემადგენლობას არჩევს, ეს მწვრთნელია" - განაცხადა ვალდერამამ.
ამ კვირაში მადრიდის “რეალმა” მანჩესტერ იუნაიტედს” ოფიციალური წინადადებით მიმართა. “ბლანკოსის” წარმომადგენლებმა პოგბას სანაცვლოდ "წითელ ეშმაკებს" £27.4 მილიონი და ამასთან, ხამეს როდრიგესი შესთავაზეს, თუმცა ტრანსფერი არ შედგა. კარლოს ვალდერამა კოლუმბიის ნაკრების წევრი 1985-1999 წლებში თამაშობდა. ეროვნული ნაკრების მაისური 111-ჯერ მოირგო და 11 ბურთი გაიტანა.

სხვა სტატიები