Belive

ვალდესი ბარსელონაში ბრუნდება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ლეგენდარული მეკარე, ვიქტორ ვალდესი გუნდში ბრუნდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვეტერანი ესპანელი მეკარე "ბარსელონას" ერთ-ერთ ასაკობრივ გუნდს ჩაიბარებს. აღნიშნული ინფორმაცია ესპანურმა პრესამ გაავრცელა. ვიქტორ ვალდესის გუნდში დაბრუნების შესახებ მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში უნდა დასრულდეს. "ბარსელონას" პრეზიდენტი, ხოსე მარია ბართომეუ ამ ფაქტს მიესალმება და ვალდესის დაბრუნების მომხრეა. ვიქტორ ვალდესი "ბარსელონას" კარს 2002-14 წლებში იცავდა. გუნდთან ერთად ყველა ტურნირი მოგებული აქვს. ესპანური გრანდიდან ის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა, სადაც მხოლოდ 2 თამაში ჩაატარა. ინგლისიდან ბელგიაში, "სტანდარდში" გადაბარგდა. კარიერა კი "მიდლზბროში" დაასრულა. ვალდესმა კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო კარიერა დაიწყო. ახლა ის მადრიდული "მორატალასის" ახალგაზრდულ გუნდს ავარჯიშებს.

სხვა სტატიები