Belive

ვალენსია - იუვენტუსი (პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში, "ვალენსია" - "იუვენტუსს" უმასპინძლებს. H-ჯგუფში გამოკვეთილი ფავორიტის სტატუსით, არცერთი გუნდი არ სარგებლობს, თუმცა "იუვენტუსს" მცირედი უპირატესობა აქვს. სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონი, მიმდინარე სეზონში ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. კრიშტიანუ რონალდუს დამატების შემდეგ, კი "ბიანკონერი" კიდევ უფრო ძლევამოსილი გახდა. იტალიის სერია ა-ს განვლილ ოთხ ტურში, "იუვენტუსმა" უდანაკარგოდ იასპარეზა და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. საპირისპიროდ, "ვალენსია" არც ისე სახარბიელო ფორმაში იმყოფება. სასტარტო ოთხ ტურში, "ღამურებმა" მხოლოდ ერთი შეხვედრის მოგება შეძლეს. საფეხბურთო მიმომხილველების თვალსაზრისით, წყვილში ფავორიტად "იუვენტუსი" სახელდება. თუმცა სტატისტიკა "ბიანკონერის" საწინააღმდეგოდ მეტყველებს. მატჩის დაწყებამდე, რამდენიმე საინტერესო ფაქტს გთავაზობთ:
  • ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელ სამ შეხვედრაში, "ვალენსიამ" გოლის გატანა ვერ შეძლო.
  • ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელ სამ შეხვედრაში, "ვალენსია" დამარცხდა.
  • ჩემპიონთა ლიგაზე, "ვალენსიას" მიერ ჩატარებულ უკანასკნელ სამ შეხვედრაში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.
  • ჩემპიონთა ლიგაზე, "იუვენტუსის" მიერ ჩატარებულ უკანასკნელ ოთხ შეხვედრაში 2.5 გოლზე მეტი გავიდა.
  • "ვალენსია" მე-8 ესპანური კლუბი გახდება, რომელსაც "იუვენტუსი" ევროსარბიელზე დაუპირისპირდება. "ვალენსია" და "იუვენტუსი" დღემდე ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან.
  • ჩემპიონთა ლიგაზე, ესპანური კლუბების წინააღმდეგ გამართული უკანასკნელი 6 მატჩიდან, "იუვენტუსმა" მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა. ჩემპიონთა ლიგაზე, იტალიური კლუბების წინააღმდეგ გამართული უკანასკნელი 7 შეხვედრიდან, "ვალენსია" მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. 
  • ევროტურნირებზე ჩატარებულ უკანასკნელ 18 შეხვედრაში, "ვალენსიას" მატჩი ფრედ არ დაუსრულებია (10 მოგება, 8 მარცხი).

სხვა სტატიები