Belive

ვალენსია "მანჩესტერ იუნაიტედს" იანვარში დატოვებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ეკვადორელი მცველი, ანტონიო ვალენსია იანვარში კლუბს დატოვებს. "წითელი ეშმაკების" ფლანგელი მცველით არაერთი ესპანური გუნდი და პრემიერლიგის ბინადარი "ვესტ ჰემი" ინტერესდებიან. აღსანიშნავია, რომ ვალენსია 2009 წლიდან, რაც იგი სერ ალექს ფერგიუსონმა "უიგანიდან" წამოიყვანა, ძირითადი შემადგენლობის წევრად ითვლებოდა, თუმცა რამდენიმე კვირის წინ მას ახალ მწვრთნელთან ჟოზე მოურინიოსთან კონფლიქტი მოუვიდა და მას შემდეგ ძირითად გუნდში აღარ გამოჩენილა. ანტონიო ვალენსია 2009 წელს, კლუბში კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელად მოიყვანეს, მას ერთი პერიოდი შვიდნომრიანი მაისურიც კი მოარგეს, თუმცა ეტაპობრივად ვალენსიამ პოზიციურად უკუსვლა დაიწყო და დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ კრიშტიანუ რონალდუს მაგივრად მან გარი ნევილი შეცვალა და მარჯვენა მცველად მოგვევლინა.

სხვა სტატიები