Belive

ვალენსიამ ჯენარო გატუზო გაათავისუფლა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჯენარო გატუზო ,,ვალენსიას'' მთავარი მწვრთნელი აღარ არის, ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

მხარეებმა გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს. გუნდს ახალი მწვრთნელის დანიშვნამდე დროებით ვოლო გონსალესი უხელმძღვანელებს.

გატუზო ,,ვალენსიას'' მთავარ მწვრთნელად 2022 წლის ივნისში დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით ,,ღამურებმა'' 22 შეხვედრა ჩაატარეს, რომელთაგან 7 მოიგეს, 9 წააგეს, 6 კი ფრედ დაასრულეს.

ლა ლიგის 18 ტურის შემდეგ, ,,ვალენსიას'' 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-14 პოზიციაზეა.

სხვა სტატიები