Belive

ვალენსიამ ლინო და კასტილეხო დაარეგისტრირა მაგრამ არა მამარდაშვილი

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
  • ვარსკვლავების ტრანსფერის შემდეგ, "ვალენსია" ფინანსური სამართლიანი თამაშის (fair play) წესების დარეგულირებასა და ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირებას შეძლებს.
  • გონსალო გედეშისა და იასპერ სილესენის ტრანსფერი, “ღამურებისთვის” სპორტული თვალსაზრისით შესუსტების ტოლფასია, თუმცა ფინანსური კუთხით, ბიუჯეტის მმართველებს ამოსუნთქვის შესაძლებლობას აძლევს.
გონსალო გედეშისა და იასპერ სილესენის გაყიდვის შემდეგ, "ვალენსიამ" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეძენილი სამუელ ლინო და სამუ კასტილეხო ძირითად გუნდში დაარეგისტრირა, თუმცა გიორგი მამარდაშვილი რეგისტრირებულ ფეხბურთელთა შორის კვლავ ვერ მოხვდა. გედეშის გაყიდვიდან მიღებულ 32 მილიონ ევროს, იასპერ სილესენის “ნაიმეგენში” დაბრუნებით მიღებული 1 მილიონი ევროც ემატება, რაც საერთო ჯამში, კლუბს ფინანსური მდგომარეობის დასტაბილურებაში და ფინანსური სამართლიანი თამაშის (fair play) წესების დარეგულირებაში ეხმარება. საბოლოო ჯამში, “ვალენსიას” 8 მილიონი ევროს დახარჯვის თავისუფლება გამოუჩნდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კლუბს ხელფასების გაზრდის, კონტრაქტების განახლების, ახალი ტრანსფერების განხორციელებისა და სხვადასხვა ფინანსური ოპერაციების შესრულების შესაძლებლობა ექნება.
289926203_507007081180702_2639853859411200544_n (1)

გულშემატკივრები ასევე ელოდნენ, რომ "ვალენსიას" ძირითადი გუნდის განაცხადში გიორგი მამარდაშვილიც მოხვდებოდა. გასათვალისწინებელია, რომ "ღამურების" მესვეურები ახალგაზრდა ქართველი კიპერის, კონტრაქტის პირობების გაუმჯობესებას გეგმავენ. გავრცელებული ინფორმაციით, განახლებული კონტრაქტის შემდეგ, მამარდაშვილის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროთი განისაზღვრება. მოვლენების შემდგომ განვითარებამდე, ქართველი კიპერი კვლავ "ღამურების" B გუნდში იქნება რეგისტირებული, თუმცა გასული სეზონის მსგავსად - მამარდაშვილი ლა ლიგის 2022/23 წლების სეზონშიც "ვალენსიას" ძირითადი გუნდის მთავარ მეკარედ განიხილება. ლა ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, "ვალენსიამ" ძირითად გუნდში 20 მოთამაშე დაარეგისტრირა.

სხვა სტატიები