Belive

ვალენსიას 3 ფეხბურთელი და 2 სტაფის წევრი კორონავირუსით დაინფიცირდა

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ესპანური საფეხბურთო კლუბის, "ვალენსიას" ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გუნდის 5 წევრი, მათ შორის 3 ფეხბურთელი, კორონავირუსით არის დაავადებული, თუმცა ისინი სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებიან. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ეზეკილ გარაი გახდა პირველი ფეხბურთელი "ლა ლიგაში," რომელიც კორონავირუსით (COVID-19) დაინფიცირდა. თუმცა მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ გარაისთან ერთად, იზოლაციაში გადასვლა ელაკიმ მანგალასა და ხოსე გაიას მოუწიათ. მათთან ერთად, კორონავირუსით დაინფიცირდნენ გუნდის დირექტორი, ხუან ალიაგა და კლუბის დელეგატი, ხოსე კამარასა. ევროპის მასშტაბით, იტალიის შემდეგ, ესპანეთში კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ყველაზე ცუდი მდგომარეობაა. 15 მარტის მონაცემებით, ესპანეთში 7753 ადამიანია დაინფიცირებული (ერთ დღეში 1362 ადამიანით მეტი). აღნიშნულთან დაკავშირებით, გარაიმ Instagram-ზე პოსტი გამოაქვეყნა: "2020 წელი ძალიან ცუდად დაიწყო. კორონავირუსის ტესტირებამ დადებითი შედეგი აჩვენა, თუმცა თავს კარგად ვგრძნობ. ახლა საჭიროა, ყურადღებით მოვუსმინოთ მათ, ვისაც ჯანდაცვის საკითხები ეხება და დროებით, იზოლაციაში ვიყოთ," წერს იგი.
View this post on Instagram

Está claro que el 2020 lo empecé con mala pata. He dado positivo al coronavirus, me encuentro muy bien y ahora solo queda hacer caso a las autoridades sanitarias, de momento estar aislado. #g24

A post shared by Ezequiel Garay (@ezequielgaray24) on

სხვა სტატიები