Belive

ვალენსიას მწვრთნელი: "ბოლო მატჩებში ერთადერთი გოლი გაგვიტანეს და ეს თავდაჯერებულობას გვმატებს"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" მთავარი გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე მიჯრით მეხუთე შეხვედრაში კარის მშრალად შენახვას ახერხებს. 21 წლის ქართველი გოლკიპერი ლა ლიგის 30-ე ტურში, "კადისთან" საშინაო შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. ამ კომპონენტში გუნდის ეფექტური მოქმედების შესახებ, მატჩის შემდეგ "ღამურების" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა ისაუბრა.
"ბოლო 6 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გავუშვით და ეს თავდაჯერებას გვმატებს. ეს ნამდვილად პოზიტიური შედეგია და უკანა ხაზის ეფექტურ მოქმედებაზე მიუთითებს, თუმცა, ამაზე ბევრს არ ვფიქრობთ, რადგან საწყენია რომ შეტევაში იდეალრუად ვერ ვიმოქმედეთ და გოლების გატანა ვერ მოვახერხეთ. მეტოქე ძალიან ორგანიზებული გუნდია და ჩვენი გულშემატკივრის თვალწინ გამარჯვების შესაძლებლობა არ მოგვცა", - თქვა ბორდალასმა.
გიორგი მამარდაშვილს 2021/22 წლების სეზონში უკვე ყველა ტურნირზე ჩატარებული 15 მატჩი დაუგროვდა, საიდანაც 8-ში მან კარის მშრალად შენახვა მოახერხა, საერთო ჯამში კი 14 გოლი გაუშვა.

სხვა სტატიები