Belive

ვალენსიას მწვრთნელმა მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში, "ვალენსიამ" "რეალ სოსიედადთან" უგოლო ფრე (0:0) ითამაშა. "ღამურების" კარი აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა დაიცვა, რომელმაც 2021 წლის 22 სექტემბრის შემდეგ პირველად ითამაშა და დაკისრებულ მოვალეობას თავი იდეალურად გაართვა. მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, "ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა 21 წლის ქართველი მეკარის თამაშის შესახებ კომენტარი გააკეთა.
"დაზუსტებით ვერ გეტყვით თუ ვინ ითამაშებს შემდეგ შეხვედრაში. ერთი რამ, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ მეკარეების თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ და ამას ყოველთვის აღვნიშნავდი. რაც შეეხება გიორგის, ის ძალიან კარგი იყო და ამით ბედნიერი ვარ. თუმცა, რაც შეეხება იმას, თუ რომელი მეკარე ითამაშებს კოპა დელ რეის ნახევარფინალში ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ, ამას ხუთშაბათს გადავწყვეტთ", - თქვა 57 წლის სპეციალისტმა.
მამარდაშვილმა "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ კარის მშრალად შენახვა მოახერხა, რაც "ვალენსიამ" ბოლო 12 მატჩში მეორედ მოახერხა. მიმდინარე სეზონში, საქართველოს ნაკრების გოლკიპერმა ლა ლიგაში უკვე 7 შეხვედრის ჩატარება მოახერხა, სადაც 7 გოლი გაუშვა და სამჯერ კარის უსაფრთხოების სრულფასოვნად დაცვა მოახერხა.  

სხვა სტატიები