Belive

ვალიადოლიდი კატალონიის ნაკრებში ფეხბურთელებს არ უშვებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის "ლა ლიგის" კლუბი, "ვალიადოლიდი" კატალონიის ნაკრებში საკუთარ ფეხბურთელებს სათამაშოდ არ უშვებს. კატალონიის საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას ვენესუელას ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. სერხიო გონსალესი, ხორდი მასიპი და რუბენ ალკარასი კატალონიის ნაკრებში გამოძახებულები არიან. "ვალიადოლიდმა" ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ გუნდი არ აპირებს ფეხბურთელების გაშვებას კატალონიის ნაკრებში. მათთვის პრიორიტეტი არ არის ფეხბურთელების გაშვება. გუნდის პრიორიტეტი "ლა ლიგაში" უკეთ თამაში და მომზადებაა. აქვე გეტყვით, რომ კატალონიის ნაკრებში "ბარსელონას" ერთ-ერთი ლიდერი, ხერარ პიკე გამოიძახეს, რომელიც თამაშს დათანხმდა.

სხვა სტატიები