Belive

ვალვერდე არ წავა! - ბარსელონას ხელმძღვანელობა მთავარ მწვრთნელს ენდობა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბოლო პერიოდში წარუმატებელი გამოსვლის, კლუბის სათამაშო ფილოსოფიის ღალატისა და ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში მადრიდის "ატლეტიკოსთან" მარცხის (2:3) მიუხედავად, "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლებას არ აპირებს. როგორც ესპანელი ჟურნალისტი, ჟოან მარია პოუ წერს, 13 იანვარს კატალონიური გრანდის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც გადაწყდება, რომ სულ მცირე სეზონის ბოლომდე მთავარი მწვრთნელი სამსახურს არ დაკარგავს. გარდა ამისა, "ბლაუგრანას" დირექტორმა, გილერმო ამორმა, 55 წლის სპეციალისტის გადაყენებასთან დაკავშირებული ჭორები უარყო: "ჩვენ ამ ხანგრძლივი სეზონის გაგრძელება გვჭირდება. ვალვერდეს გათავისუფლების შესახებ მედიის გარდა არსად უსაუბრიათ". ვალვერდე "ბარსას" 2017 წლის ზაფხულიდან თავკაცობს და ამ პერიოდში კლუბმა 2-ჯერ ლა ლიგა, ერთხელ კოპა დელ რეი, ერთხელ კი ესპანეთის სუპერთასი მოიგო. მის ხელში, "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში სამბურთიანი უპირატესობა ორჯერ გაანიავა და ტურნირს გამოეთიშა.

სხვა სტატიები