Belive

ვალვერდე და დე იონგი: ახალგაზრდა ნახევარმცველების პირველი დუელი კლასიკოში

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
დღეს "ელ კლასიკოა". კატალონიის "ბარსელონა" შინ, "კამპ ნოუზე" მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს. დღევანდელი დაპირისპირებისას ნახევარდაცვაში ახალგაზრდა ფეხბურთელების დუელი შედგება. "ბლაუგრანას" ახალწვეული, ფრენკი დე იონგი, რომელიც კარიერაში პირველ "კლასიკოს" ჩაატარებს და ზინედინ ზიდანის 21 წლის საყრდენი ძალა, ფედე ვალვერდე, რომელიც "კამპ ნოუზე" პირველად ითამაშებს. "ბარსელონას" 22 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელი, დე იონგი, რომელიც კატალონიელებს თავს შრომისუნარიანობით, დისციპლინით, დაცვაში კარგი თამაშითა და ფიზიკური მონაცემებით აწონებს, ერნესტო ვალვერდეს გუნდის ყველა თამაშში იღებს მონაწილეობას. როგორც მოგეხსენებათ, ფრენკის "რეალთან" თამაშის გამოცდილება აქვს. დე იონგმა გასულ სეზონში, "აიაქსის" მაისურით, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალიდან "ბლანკოსის" გამოგდებაში დიდი წვლილი შეიტანა. "რეალთან" ჩატარებული წინა სეზონის მატჩები განსაკუთრებული იყო, თუმცა ეს სხვა თამაშია, მე კი "ბარსელონაში" ვთამაშობ. მოედანზე მსოფლიოს ორი საუკეთესო გუნდი გამოვა. პირველ "კლასიკოს" ჩავატარებ, ეს კი  ძალიან ამაღელვებელია. ტელევიზორში წინა შეხვედრებს ვუყურე. გამოვარჩევდი 2010 წლის თამაშს, როდესაც "ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" 5:0 მოიგო," - განაცხადა დე იონგმა. წინასამატჩო კომენტარი გააკეთა ფედერიკო ვალვერდემაც, რომელსაც კარიერაში ჩატარებული ორივე "ელ კლასიკო" წაგებული აქვს. "ჩვენ თამაშისგან სიამოვნება უნდა მივიღოთ და შევეცადოთ, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ. "კამპ ნოუზე" თავდაჯერებულები მივდივართ, რადგან კარგი პერიოდი გვაქვს. ვიმედოვნებ, რომ იღბალი ჩვენს მხარეს იქნება," - თქვა ვალვერდემ.

სხვა სტატიები