Belive

ვალვერდე: "გადადგომაზე არასდროს მიფიქრია"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ საინტერესო განცხადება გააკეთა. "ხეტაფესთან" მოგებული თამაშის შემდეგ ერნესტო ვალვერდემ განაცხადა, რომ გუნდმა მნიშვნელოვანი თამაში მოიგო და წასვლაზე არასდროს უფიქრია.
"ჩვენთვის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გონს ყველა მოვეგებით, მაგრამ თავიდან ეს რთულია. ახლა ჩვენს გონებაში ესპანეთის თასის ფინალია. კოუტინიოსთან არ მისაუბრია. გულშემატკივრებმა მას უსტვინეს, მაგრამ ტაშიც დაუკრეს. საუკეთესო გამოსავალი ფეხბურთელების დახმარებაა. გადადგომაზე არასდროს მიფიქრია. მსურს ბარსელონაში დარჩენა. აქ თავს კარგად ვგრძნობ" - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

სხვა სტატიები