Belive

ვალვერდე: "ჯერ ყველაფერი გადაწყვეტილი არაა"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ესპანელი სპეციალისტის თქმით, ჯერ ყველაფერი გადაწყვეტილი არაა და "მანჩესტერ იუნაიტედს" შემდგომ ეტაპზე გასვლა შეუძლია.
"ჩვენ ვიცით, რომ შესანიშნავ გუნდს ვეთამაშებით, შევეცდებით შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. ვფიქრობ, გასულ სეზონში რომასთან გამოცდილება მივიღეთ და იგივე შეცდომას არ დავუშვებთ. ვიცით, რომ რთული თამაში გველის. შემდეგ ეტაპზე გასვლა მეტოქეს შეუძლია, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ისინი ასპარეზობას გამოვთიშოთ. ვიცით, რაც გააკეთა მანჩესტერ იუნაიტედმა ამ სეზონში. ინგლისელებმა ოთხიდან სამი გასვლითი მატჩი მოიგეს. ეს უნდა გავითვალისწინოთ. არსებობს მოსაზრება, რომ პირველი მატჩის მოგების შემდეგ, ბარსელონას პრიორიტეტი დაცვაში თამაში იქნება. რა თქმა უნდა, შევეცდებით გოლი არ გავუშვათ, ასევე შევეცდებით მეტოქის კარი ავიღოთ. ჩვენი პრიორიტეტი გოლის გატანაა" - განაცხადა ვალვერდემ.
"ბარსელონასა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ასევე იხილეთ: ბარსელონა Vs. მანჩესტერ იუნაიტედი (პრევიუ)

სხვა სტატიები