Belive

ვალვერდე: "ლა ლიგას რეალი მოიგებს"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე მიიჩნევს, რომ მიმდინარე სეზონში, ლა ლიგის მოგების ფავორიტი მადრიდის "რეალია." მისი აზრით, "სამეფო გუნდი" ძალიან მოტივირებულია და ესპანეთში პირველობის მოსაპოვებლად ყველაფერს გააკეთებს. ვალვერდეს სიტყვების ფონზე, რამდენიმე დღის წინ ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ ლუკა მოდრიჩის დონის ფეხბურთელს, ლა ლიგა მხოლოდ ერთჯერ არ უნდა ჰქონდეს მოგებული. ვალვერდეს გუნდიდან დათხოვნის მომენტში, სატურნირო ცხრილს "ბარსელონა" ლიდერობდა, თუმცა სათამაშო სტილის გაუარესების, არაეფექტური თამაშის, ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი არაერთი კრახისა და გულშემატკივარში გაჩენილი ნეგატიური დამოკიდებულების ფონზე, მას "ბლაუგრანას" დატოვება მოუწია. "ძალიან გამიმართლა, რომ ბარსელონას დონის გუნდის გაწვრთნა მომიწია. ვიცი, თუ რას ნიშნავს ამხელა პასუხისმგებლობა და მიხარია, რომ ჩემს ცხოვრებაში ეს მოხდა. არ ვფიქრობ, რომ გუნდი უსამართლოდ მომექცა, არ მსურს წარსულზე ფიქრი და მხოლოდ მომავალს ველოდები," აღნიშნა ვალვერდემ.    

სხვა სტატიები