Belive

ვალვერდე: "მორატას ბოდიში მოვუხადე მაგრამ ეს უნდა გამეკეთებინა"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის სუპერთასის ფინალში "რეალი" "ატლეტიკოს" დაუპირისპირდა. გამარჯვებულის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო, რომელიც "რეალის" ფეხბურთელებმა უკეთ შეასრულეს. აღსანიშნავია, რომ "ატლეტიკოს" მატჩის მოგება დამატებით დროში შეეძლო, თუმცა მეკარესთან პრაქტიკულად 1-1-ზე გასული ალვარო მორატას წინააღმდეგ ფედე ვალვერდემ უკანასკნელი იმედის ჯარიმა აიღო და "ბლანკოსი" გაშვებულ გოლს გადაარჩინა. მატჩის მთავარმა არბიტრმა ვალვერდეს უხეშობის გამო მოედანი დაატოვებინა. მატჩის დასრულების შემდეგ, ვალვერდემ საინტერესო კომენტარი გააკეთა: "მორატას ბოდიში მოვუხადე. კარგი არაა რაც გავაკეთე მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, ეს ჯარიმა უნდა მიმეღო. ტიტულის მოპოვებით გახარებული ვარ. პენალტების სერიის დასრულების შემდეგ, მოედნისკენ გავიქეცი - ყველა მე მილოცავდა მაგრამ ეს გამარჯვება გუნდის დამსახურებაა და არა ჩემი. ეს გამარჯვება ყველამ მოვიპოვეთ და ეს არის გუნდის ტრიუმფი."

სხვა სტატიები