Belive

ვალვერდე ორიჯის წყევლის მსხვერპლი გახდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საკმაოდ იშვიათად შეხვდებით ფაქტს, როდესაც საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატში პირველ ადგილზე მყოფი გუნდი მთავარ მწვრთნელს ათავისუფლებდეს. ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში "ატლეტიკოსთან" მარცხი ერნესტო ვალვერდეს მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების ფასად დაუჯდა. "ლივერპულის" ფანებმა ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლებას თავისებური ახსნა მოუძებნეს. მერსისაიდული გრანდის გულშემატკივრებმა ხუმრობით აღნიშნეს, რომ ვალვერდე "ორიჯის წყევლის" მსხვერპლი გახდა. დივოკ ორიჯი გოლებს იტანს, რის შემდეგაც, მოწინააღმდეგე გუნდის მესვეურები მთავარ მწვრთნელებს ათავისუფლებენ - გამონაკლისი არც ერნესტო ვალვერდე აღმოჩნდა. 2019 წელს ორიჯიმ "ბარსელონას", "არსენალსა" და "ევერტონს" გაუტანა - ვალვერდეს, ემერისა და სილვას მთავარი მწვრთნელის პოსტი დაატოვებინეს. ვალვერდეს ბედი გაიზიარეს "ტოტენჰემისა" და "უოტფორდის" მენეჯერებმაც, "ნიუკასლის" მთავარმა მწვრთნელმა კი პოსტი დატოვა. დივოკ ორიჯის წყევლას მხოლოდ "ვულვზისა" და "ნორვიჩის" მწვრთნელები გადაურჩნენ.

სხვა სტატიები