Belive

ვალვერდე: "ყველაფერი წინ არის"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" საკუთარ მოედანზე კატალონიის "ბარსელონას" უმასპინძლა, შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით 0:1 დასრულდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც "ბარსელონამ" "ოლდ ტრაფორდზე" გაიმარჯვა, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა "ბარსას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ. "მოგეხსენებათ, რომ აქამდე "ბარსელონას" "ოლდ ტრაფორდზე" გამარჯვება მოპოვებული არ ჰქონდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ სტადიონზე გამარჯვების მოპოვება ურთულესია. ჩვენ უფრო ბედნიერები ვიქნებოდით 2-ბურთიანი სხვაობით რომ გაგვემარჯვა, თუმცა საქმე ამით არ დამთავრდებოდა, ალბათ ყველას კარგად გახსოვთ "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაში პარიზში, ასე რომ დაველოდოთ განმეორებით მატჩს", - განაცხადა ერნესტო ვალვერდემ. განმეორებითი შეხვედრა "ბარსელონასა" და "მანჩესტერს" შორის "კამპ ნოუზე" 16 აპრილს გაიმართება.  

სხვა სტატიები