Belive

ვალვერდე: „საინტერესოა რეალის ხილვა რონალდუს გარეშე“

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ კრიშტიანუ რონალდუს წასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. „ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ "იუვენტუსში" გადასვლით რონალდუმ მესისთან ბრძოლა დაასრულა. ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება „რეალის“ ხილვა კრიშტიანუს გარეშე. იაქტიურებენ თუ არა ისინი სატრანსფერო ფანჯრის დახურვისას, როგორ ითამაშებენ ჩემპიონთა ლიგასა და პრიმერა დივიზიონში პორტუგალიელის გარეშე - ეს ის საკითხებია, რომლითაც ძალიან ვარ დაინტერესებული,“ აღნიშნა „ბარსას“ ესპანელმა თავკაცმა.    

სხვა სტატიები