ვალვერდე: “სლავიასთან მატჩი საუკეთესო არ იყო” 

24
ნახვა

“ბარსელონა” ერნესტო ვალვერდეს ხელში სულ უფრო და უფრო ცუდად თამაშობს, რაც გუნდის შედეგებზეც აისახება. ჩემპიონთა ლიგაში, კატალონიურმა გრანდმა, “ნოუ კამპზე” პრაღის სლავიას ვერ მოუგო (0:0). მატჩის შემდეგ, კმაყოფილება არც თავად გუნდის დამრიგებელმა გამოხატა.

“ამ მატჩს “ბარსელონას” საუკეთესო შეხვედრების კატეგორიაში ნამდვილად ვერ შევიყვან. ჩვენზე ძალიან დიდი ზეწოლაა, რასაც უნდა გავუძლოთ და საქმით ვუპასუხოთ.

სლავიამ” მჭიდროდ დაიცვა თავი, გარღვევა და გოლის გატანა ძალიან გაგვირთულდა. 

ხალხს აქვს უფლება, რომ გუნდისგან უფრო უკეთესი შედეგი მოითხოვოს. რა თქმა უნდა, ცუდია, რომ ბარსელონას ფეხბურთელებს უფრო სახიფათო მომენტების შექმნა არ შეუძლიათ, მაგრამ ჩვენ როგორც ერთი მთლიანი მექანიზმი ისე ვმოქმედებთ და ეს კარგია”,-თქვა ვალვერდემ.

ბლაუგრანას” F ჯგუფში 8 ქულა აქვს და პირველ ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას “ბარსა” კვლავ შინ, დორტმუნდის “ბორუსიას” წინააღმდეგ, 28 თებერვალს გამართავს.

(24)

ვალვერდე: “სლავიასთან მატჩი საუკეთესო არ იყო” 

სტატიის ავტორი
-