Belive

ვალვერდეს დისკვალიფიკაციის ვადა ცნობილია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფედე ვალვერდემ ესპანეთის სუპერთასის ფინალის 115-ე წუთზე "საჩემპიონო" ვარდნა განახორციელა. ურუგვაელმა ნახევარმცველმა მეკარესთან პირისპირ მიმავალი ალვარო მორატა წააქცია, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო. მოგვიანებით "რეალმა" "ატლეტიკო" პენალტების სერიაში დაამარცხა და 2020 წლის პირველი ტიტული მოიპოვა. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ახალგაზრდა ფეხბურთელი მხოლოდ 1 მატჩით დაისჯება. ვალვერდე ლა ლიგის მე-20 ტურში "სევილიასთან" ვერ ითამაშებს.

სხვა სტატიები