Belive

ვალვერდეს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსე მარია ბართომეუმ გუნდის მთავარ მწვრთნელზე, ერნესტო ვალვერდეზე ისაუბრა. ბართომეუს თქმით, ვალვერდე ის მწვრთნელია, რომელიც გუნდს სჭირდება და ხელმძღვანელობა მას ნდობას უცხადებს,
"ვალვერდე ის მწვრთნელია, რომელიც ჩვენ გვინდა. მას პრეზიდენტისგან და ხელმძღვანელობისგან მხარდაჭერა აქვს და მან ეს იცის. ვალვერდეს კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს და ჩვენ მისით ბედნიერები ვართ. ფეხბურთელებსაც მისი დარჩენა სურთ" - განაცხადა ბართომეუმ.
შეგახსენებთ, რომ "ლივერპულთან" 4:0 განადგურების შემდეგ, აქტიურად მიმდინარეობდა საუბარი ვალვერდეს გადაყენების შესახებ. ის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომელმაც ორ მატჩიან დუელში 3 ბურთიანi უპირატესობა ზედიზედ ორ სეზონში გაანიავა. 2017-18 წლების სეზონში "ბარსელონამ" მეოთხედფინალში "რომას" პირველი მატჩი 4:1 მოუგო, ხოლო სტუმრად რომში 3:0 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. მიმდინარე სეზონში კი ნახევარფინალურ ეტაპზე "ლივერპული" 3:0 დაამარცხა, ხოლო "ენფილდზე" 4:0 განადგურდა.

სხვა სტატიები