Belive

ვალვერდეს შემცვლელად გენიალური ფრანგები მოიაზრებიან

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცნობილი ესპანური გამოცემები კატალონიის "ბარსელონაში" მწვრთნელის ცვლილებასთან დაკავშირებით ალაპარაკდნენ.  ერთ-ერთი გამოცემა RAC1-ის ცნობით ერნესტო ვალვერდეს მთავარ შემცვლელად "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ორ ფრანგს მოიაზრებს, ესენი არიან ტიერი ანრი და არსენ ვენგერი, თუ რომელ მათგანზე შეჩერდება არჩევანი ამჟამად ეს კატალონიური კლუბის გულშემატკივრების მთავარი სადარდებელია. ალბათობა იმისა, რომ ვალვერდე კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტს ვერ შეინარჩუნებს უდიდესია, ვინაიდან მისი გაწვრთნილი გუნდი ახალ სეზონს არც თუ ისე დამაჯერებლად ატარებს, ხოლო უკანასკნელ შეხვედრებში დიდი პრობლემების არსებობა გამოიკვეთა, "ბარსამ" ბოლო ადგილოსან "ლეგანესთან" გასვლითი მატჩი ანგარიშით - 2:1 დათმო. ხვალ, 3 ოქტომბერს კატალონიურ კლუბს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა აქვს "ტოტენჰემის" წინააღმდეგ, ეს კიდევ ერთი დიდი ბარიერი და გამოცდა იქნება ერნესტო ვალვერდესთვის.  

სხვა სტატიები