Belive

ვან დაიკი: "16 წლის ასაკში ნორმალური ნახევარმცველიც არ ვიყავი, დღეს ლივერპულის ლეგენდობა მსურს"

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ვირჯილ ვან დაიკის განცხადებით, მისი კარიერა უკანასკნელ წლებში ძალიან კარგად წარიმართა, თუმცა იყო პერიოდი, როდესაც ყველაფერი კარგად ნამდვილად არ მიდიოდა: "იყო დრო, როდესაც ნახევარმდაცვაში ვთამაშობდი, თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს კარგად გამომდიოდა. თუმცა დრო შეიცვალა და დღეს "ლივერპულის" ლეგენდობა მსურს," აღნიშნა ჰოლანდიელმა, რომლის სანაცვლოდაც "ლივერპულმა" £75 მილიონი გადაიხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით ვან დაიკი BBC-ის ესაუბრა: "გამორჩეული ფეხბურთელი ნამდვილად არ ვყოფილვარ. ყველაფერი შეიცვალა მაშინ, როდესაც 19-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი გავხდი. აქედან ყველაფერი უკესობისკენ შეიცვალა," ამბობს ვან დაიკი. სწრაფად პროგრესირებადი ფეხბურთელით ჰოლანდიური "გრონინგენი" დაინტერესდა, რასაც "სელტიკსა" და "საუთჰემპტონში" ტრანსფერი მოჰყვა. "საუთჰემპტონში" თამაშისას, ძალიან მძიმე, 8-თვიანი ტრავმა მივიღე. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ ფორმაში ჩავდექი და მოედანზე ჩემი მაქსიმუმის ჩვენებას ვცდილობდი, რაც "ლივერპულს" არ გამორჩენია - ამით მე ძალიან ბედნიერი ვიყავი. ამას წინ უძღოდა "იუვენტუსსა" და მადრიდის "რეალს" შორის გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელსაც დავესწარი. თამაშის დროს "ლივერპულის" გულშემატკივრები შემხვდნენ და მათ მთელი გულით მთხოვეს "ენფილდზე" სათამაშოდ გადასვლა," აღნიშნა მან.

ასევე იხილეთ: ვან დაიკის მეორე მხარე – ჯარიმების ოსტატი (ვიდეო)

 

სხვა სტატიები