Belive

ვან დაიკი - ლივერპულის ყველა მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავი

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ვირჯილ ვან დაიკი "ლივერპულის" ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავი გახდება. გავრცელებული ინფორმაციით, მერსისაიდული გრანდის დაცვის ბურჯმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე თანხმობა განაცხადა. განახლებული კონტრაქტის პირობების თანახმად, ვან დაიკი კვირაში £220,000 გამოიმუშავებს. წყაროს მტკიცებით, ნიდერლანდელი მცველი უახლოეს დღეებში 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომლის მოქმედების ვადაში  £57 მილიონს მიიღებს. განახლებული კონტრაქტის შემდეგ, 28 წლის ვან დაიკი მერსისაიდელთა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. დღემდე "ლივერპულის" ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად მოჰამედ სალაჰი ითვლებოდა, რომელიც კვირაში £200.000 იღებს. ვან დაიკის სამსახურით "პარი სენ ჟერმენიც" ინტერესდებოდა, თუმცა "ლივერპულმა" ლიდერის ტრანსფერი კატეგორიულად გამორიცხა. ვირჯილ ვან დაიკი - £220.000 მოჰამედ სალაჰი - £200.000 რობერტო ფირმინო - £180.000 ჯორდან ჰენდერსონი - £140.000 ჯეიმს მილნერი - £140.000 ნაბი კეიტა - £120.000 ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი - £120.000 ადამ ლალანა - £110.000 დეიან ლოვრენი - £100.000 სადიო მანე - £100.000 ჯოელ მატიპი - £100.000 ფაბინიო - £100.000

სხვა სტატიები