Belive

ვან დაიკი: "როგორ ვაპირებ მესის შეჩერებას?"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" ვარსკვლავმა და დაცვის ბურჯმა, ვირჯილ ვან დაიკმა ლეო მესის შესახებ ისაუბრა. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბარსელონა" "ლივერპულს" დაუპირისპირდება. ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი "კამპ ნოუზე" გაიმართება და მერსისაიდულ გრანდს ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. "როგორ ვაპირებ ლეო მესის შეჩერებას? არ ვიცი, ამას ყველა ერთად ვნახავთ. თითოეული ჩვენგანისათვის უდიდესი მატჩი იქნება. ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ. არასდროს ხდება ისე რომ მხოლოდ მე ვუპირისპირდებოდე ერთ კონკრეტულ თავდამსხმელს. ყოველთვის გუნდი ვუპირისპირდებით ყველას და ვფიქრობ რომ ეს საუკეთესო საშუალებაა დაცვისათვის." "ძალიან რთული იქნება მესის შეჩერება. ვფიქრობ რომ იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ვნახოთ რა იქნება, მოხარული ვარ რომ UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ასპარეზობის შესაძლებლობა კვლავ მოგვეცა", - აღნიშნა ვირჯილ ვან დაიკმა.

სხვა სტატიები