ვან დაიკი: სალაჰი ლივერპულისთვის კვლავ გაიტანს

“ლივერპულსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა გაჩაღებული. პრემიერლიგის დასრულებამდე 7 ტურით ადრე, მერსისაიდელები 76 ქულით პირველ ადგილს იკავებენ – აღსანიშნავია რომ “მანჩესტერ სიტის” 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული და ვიზავის მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

“ლივერპულის” მდგომარეობას ის ფაქტიც ართულებს, რომ გასული სეზონის საუკეთესო სნაიპერმა, მოჰამედ სალაჰმა უკანასკნელი 2 თვის მანძილზე მხოლოდ 1 გოლის გატანა შეძლო. მიმდინარე სეზონის პრემიერლიგაში სალაჰს 17 გოლი აქვს გატანილი მაგრამ უკანასკნელ ტურებში მას მეტოქის კარის აღება უჭირს. მერსისაიდული გრანდის ლიდერმა, ვირჯილ ვან დაიკმა თანაგუნდელის დაცვა განიზრახა და აღნიშნა, რომ მოჰამედ სალაჰი “ლივერპულისთვის” კიდევ არაერთ გოლს გაიტანს და ტიტულების მოპოვებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

“მო მსოფლიო დონის ფეხბურთელია. სასიხარულოა რომ პრემიერლიგას ასეთი ვარსკვლავი ჰყავს. გოლები აუცილებლად მოვა! მან უკვე შეძლო მნიშვნელოვანი გოლების გატანა და მომავალშიც არაერთ ბრწყინვალე გოლს გაიტანს, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება”, – აღნიშნა ვირჯილ ვან დაიკმა.

ასევე იხილეთ: ვან დაიკი: “16 წლის ასაკში ნორმალური ნახევარმცველიც არ ვიყავი, დღეს ლივერპულის ლეგენდობა მსურს”

ასევე იხილეთ: დე ლიხტი: “ვან დაიკი ის ფეხბურთელია, ვისგანაც ბევრს ვისწავლი”

ვან დაიკი: სალაჰი ლივერპულისთვის კვლავ გაიტანს

სტატიის ავტორი
-