ვან დაიკი შესაძლოა ნავარაუდევზე ადრე დაბრუნდეს

მერსიდაიდული გრანდის დაცვის ბურჯი – ვირჯილ ვან დაიკი შესაძლოა ნავარაუდევზე ადრე დაბრუნდეს. გასულ თვეს, მერსისაიდულ დერბიში მიღებული უმძიმესი ტრავმის შემდეგ, ვან დაიკმა ჯვარედინი იოგები დაიზიანა და ოპერაცია გაიკეთა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიდერლანდელი მცველისთვის სეზონი დასრულდა თუმცა უკანასკნელი ცნობების თანახმად, ვირჯილ ვან დაიკი შესაძლოა მიმდინარე სეზონის დასრულებამდე დაბრუნდეს.

წყაროს მტკიცებით, ვან დაიკმა მსუბუქი დატვირთვით ვარჯიშები უკვე განაახლა და ოპტიმალურ ფორმაში შესვლას ნავარაუდევზე გაცილებით ადრე შეძლებს. ნიდერლანდელი მცველის დაბრუნება, იურგენ კლოპისათვის ნამდვილად სასიხარულო ინფორმაციაა – “ლივერპულის” ლაზარეთი გადავსებულია და პრემიერ ლიგის უახლოეს ტურში, გერმანელმა სპეციალისტმა შესაძლოა ექსპერიმენტული შემადგენლობა დააყენოს.

შეგახსენებთ, პრემიერ ლიგის ეგიდით, “ლივერპულისა” და “ლესტერის” დაპირისპირება, 22 ნოემბერს, თბილისის დროით 23:15 საათზე დაიწყება.

 

(57)

ვან დაიკი შესაძლოა ნავარაუდევზე ადრე დაბრუნდეს

სტატიის ავტორი
-