Belive

ვან დაიკის ღირსეული რეაქცია ოქროს ბურთის დათმობის შემდეგ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ვირჯილ ვან დაიკმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის თავმდაბლობასა და გენიალურობას - ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონიალზე მარცხის მიუხედავად, "ლივერპულისა" და ჰოლანდიის ნაკრების ლიდერმა თავი ღირსეულად წარმოაჩინა. ოქროს ბურთის მფლოფელი კვლავ ლეო მესი გახდა. პლანეტის სუპერვარსკვლავმა ოქროს ბურთი მეექვსედ მოიპოვა და კრიშტიანუ რონალდუც დაჩრდილა. მარცხის მიუხედავად ვირჯილ ვან დაიკმა ღირსეული რეაქცია გამოავლინა. "სამწუხაროდ მისი დონის ფეხბურთელები თითზე ჩამოსათვლელად არიან. მეექვსედ ოქროს ბურთის მოგება მხოლოდ მის დიდებულებას უსვამს ხაზს. მოგებასთან ახლოს ვიყავი თუმცა გაიმარჯვა საუკეთესომ." "გულწრფელად გეტყვით, ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ოდესმე ოქროს ბურთის ნომინანტებს შორის მოვხვდებოდი. ეს ჩემს კარიერაზე ბევრს მეტყველებს, ამ წარმატების მიღწევა ადვილი არ ყოფილა." "ჩემი კარიერა გამარჯვებულის კარიერისგან მკვეთრად განსხვავდება. შედარებით გვიან გამოვჩნდი თუმცა ოცნებები არასდროს მიმიტოვებია და ყოველთვის თავდაუზოგავად ვშრომობდი. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მუდამ თავდაუზოგავად ვშრომობ. მწვერვალი, რომელზეც ახლა ვარ მაძლევს სიამაყის საშუალებას და თავდაუზოგავი შრომის დამატებით მოვიტვაციას. თავს არ დავზოგავ, რომ მომავალ წელს კიდევ აქ ვიყო", - აღნიშნა ვირჯილ ვან დაიკმა.

სხვა სტატიები