Belive

ვან დაიკის ფენომენალური შედეგი - როდის გაცდნენ უკანასკნელად ჰოლანდიელს?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ვირჯილ ვან დაიკი საოცარ ფორმაში იმყოფება - მიმდინარე სეზონში ჰოლანდიელ ცენტრალურ მცველს პრემიერ ლიგაში არავინ გაცდენია, თუმცა მისი საოცარი სტატისტიკა მხოლოდ მიმდინარე სეზონით არ შემოიფარგლება. ბრიტანული მედიის თანახმად, უკანასკნელად ვან დაიკს პრემიერ ლიგაში გასული წლის 3 მარტს გაცდნენ - ეს ფეხბურთელი კი მიკელ მერინო იყო, რომელიც იმ პერიოდში "ნიუკასლში" თამაშობდა. ამჟამად მერინო "რეალ სოსიედასის" რიგებში თამაშობს. ვან დაიკი "ლივერპულმა" "საუთჰემპტონისგან" შეიძინა და მის სანაცვლოდ £75 მილიონი გადაიხადა. ასეთი დიდი მოცულობის თანხის გადახდას გულშემატკივრების გარკვეული ნაწილი სკეპტიკურად აფასებდა, თუმცა თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ვან დაიკმა გაცემული ავანსი 100%-ით გაამართლა.

ასევე იხილეთ: დე ლიხტი: “ვან დაიკი ის ფეხბურთელია, ვისგანაც ბევრს ვისწავლი”

სხვა სტატიები