ვან დაიკმა ჰარი მაგუაირს რჩევა მისცა

“ლივერპულმა” ვან დაიკის სანაცვლოდ 75 მილიონი ფუნტი გადაიხადა, რის შემდეგაც იგი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა. ჰოლანდიელმა უკანახაზელმა მასში გაცემული ავანსები გაამართლა და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ იგი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ცენტრალურ მცველად ჩამოყალიბდა.

“ლივერპულის” რეკორდი “მანჩესტერ იუნაიტედმა” ჰარი მაგუაირის ტრანსფერით დაამხო. “ლესტერის” ცენტალური მცველის სანაცვლოდ “წითელმა ეშმაკებმა” 80 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

განხორციელებული ტრანსფერის შემდეგ, ვირჯილ ვან დაიკმა ჰარი მაგუაირს რჩევა მისცა. მერსისაიდული გრანდის დაცვის ბურჯი მაგუაირს მოუწოდებს გაუძლოს ზეწოლას და მხოლოდ ფეხბურთზე მოახდინოს კონცენტრირება.

“იოლი არ არის შენს წინააღმდეგ არსებული ზეწოლისგან სრულად გათავისუფლება. შენი თამაშისგან სიამოვნება უნდა მიიღო მაგრამ ყოველთვის იქნები წნეხის ქვეშ. უბრალოდ კონცენტირება მოახდინე იმაზე რაც გიყვარს და ითამაშე შენი საუკეთესო ფეხბურთი. წარმოაჩინე შენი პოტენციალი, ისიამოვნე შენი თამაშით და არ მიაქციო ყურადღება, თუ რას იფიქრებენ სხვები”, – აღნიშნა ვირჯილ ვან დაიკმა.

(506)

ვან დაიკმა ჰარი მაგუაირს რჩევა მისცა

სტატიის ავტორი
-