Belive

ვან დაიკმა მესის რაოდენობით აჯობა - საუკუნეში ყველაზე თანაბარი გამოკითხვა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

2019 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოება 21-ე საუკუნეში ყველაზე კონკურენტუნარიანი გამოდგა. განსხვავებით წინა წლებისგან, მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილ პრიზს გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავდა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წუთამდე რთულად საწინასწარმეტყველო იყო. როგორც შემდეგში გაირკვა, ლიონელ მესიმ ვირჯილ ვან დაიკს მხოლოდ 7 ხმით აჯობა, პირველ და მეორე ადგილებზე გასულ ფეხბურთელებს შორის კი მიმდინარე საუკუნეში ყველაზე მცირე განსხვავება დაფიქსირდა. საქმე იმაშია, რომ არგენტინელმა ხმების 24.4% მიიღო, ჰოლანდიელმა კი 24.1. ეს ყველაფერი არ არის. France Football-ის გამოკითხვაში პირველ ადგილზე "ლივერპულის" მცველი უფრო მეტმა საფეხბურთო ჟურნალისტმა დაასახელა, ვიდრე "ბარსელონას" კაპიტანი. ვან დაიკი პირველ პოზიციაზე 69 ჟურნალისტმა აირჩია, მესი კი 61-მა, თუმცა საერთო ჯამში, ქულების რაოდენობით უპრესტიჟულესი ჯილდო 32 წლის თავდამსხმელმა მიიღო.  

სხვა სტატიები