Belive

ვან დაიკმა მისი უძლეველობის საიდუმლო ახსნა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" ლიდერმა, ვირჯილ ვან დაიკმა მისი საოცარი თამაშის საიდუმლოს ფარდა ახადა. ჰოლანდიელი მცველის თქმით, მას გამოადგა ქუჩის ფეხბურთის გამოცდილება.
"ქუჩის ფეხბურთს სულ ვთამაშობდი. ერთი-ერთზე თამაშის გამოცდილებაც იქიდან მაქვს. ბავშვობაში ძალიან ბევრს ვთამაშობდი ჰოლანდიის ქუჩებში. სწორედ ეს გამოდგა დიდი გამოცდილება ჩემს პროფესიონალურ კარიერაში. მე მგონია, რომ თუ გინდა პროფესიონალ მცველად ჩამოყალიბდე, შენს მეგობრებთან ერთად ქუჩაში ბევრი უნდა ითამაშო" - განაცხადა ვირჯილმა.
შეგახსენებთ, რომ ვირჯილ ვან დაიკი პრემიერ ლიგის 2018-19 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია ოქროს ბურთის მოგების.  

სხვა სტატიები