Belive

ვან დაიკმა ტრავმის გამო შესაძლოა 7-8 თვე გამოტოვოს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის მე-5 ტურში, სადაც ერთმანეთს "ევერტონი" და "ლივერპული" დაუპირისპირდნენ, "ლივერპულის" ჰოლანდიელმა მცველმა და გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა "ევერტონის" მეკარესთან, ჯორდან პიკფორდთან მძიმე შეჯახების შემდეგ მე-11 წუთზე მოედანი დატოვა და მის ნაცვლად ჯო გომესი გამოვიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვან დაიკმა წინა ჯვარედინი მყესი დაიზიანა და სავარაუდოდ, გუნდს დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაეხმარება. beIN Sports-ის წამყვანი რიჩარდ კიზი ამტკიცებს, რომ მოთამაშემ უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის გამოც შესაძლოა 7-8 თვე გამოტოვოს. ამ დროისთვის "ლივერპულს" ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია ვან დაიკის ტრავმასთან დაკავშირებით, თუმცა როდესაც მატჩის შემდგომ კლოპს ჰკითხეს ვირჯილის მდგომარეობაზე, მან აღნიშნა, რომ ის არც ისე კარგად გამოიყურება. იმ შემთხვევაში, თუ ვან დაიკი გუნდს 7-8 თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება, ეს "ლივერპულისთვის" ძალიან დიდი დანაკლისი იქნება.

სხვა სტატიები