ვან დაიკს პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელებენ

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ცნობილი გახდა, თუ ვინ გახდება პრემიერლიგის 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი.

როგორც ცნობილია, აღნიშნული ჯილდოს გამარჯვებული “ლივერპულის” ცენტრალური მცველი, ვირჯილ ვან დაიკია, რომელმაც “სიტის” შემტევს, რაჰიმ სტერლინგს ხმების სოლიდური რაოდენობით გაუსწრო.

Daily Mail-ის თანახმად, ინფორმაცია ოფიციალურად ხვალ დადასტურდება.

ვან დაიკმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 3 გოლსა და 2 ასისტს მოუყარა თავი. რაც მთავარია, “ლივერპულს” წელს, ინგლისის ჩემპიონატში ყველაზე ცოტა, 20 გოლი აქვს გაშვებული.

 

ვან დაიკს პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელებენ

სტატიის ავტორი
-