Belive

ვან დე ბეეკმა აბდელჰაკ ნურის ოცნებები გაიხსენა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ამსტერდამის "აიაქსმა" გუშინ ჰოლანდიის ჩემპიონატი თავის ისტორიაში 34-ედ მოიგო. დონი ვან დე ბეეკმა გუშინდელი წარმატების შემდეგ, ყოფილი თანაგუნდელის, აბდელჰაკ ნურის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 22 წლის ნურიმ 2017 წელს, ამხანაგურ მატჩში გონება დაკარგა. მაროკოელს გულის არითმია და ტვინი სერიოზული დაზიანება დაუდგინეს. აბდელჰაკი 1 წლის განმავლობაში კომაში იყო, თუმცა მისი დაძლევა მოახერხა. "ნურის გულის შეტევის შემდეგ, მის სიტყვებზე ვფიქრობდი. მე "აიაქსს" იქამდე არ დავტოვებდი, სანამ ჩემპიონები არ გავხდებოდით. ჩვენ ეს მისთვის გავაკეთეთ". აბდელჰაკსაც 34-ნომრიანი მაისური სწორედ იმიტომ ეცვა, რომ მისი ოცნება "აიაქსთან" ერთად 34-ე ერედივიზიის მოგება იყო," - გაიხსენა ვან დე ბეეკმა.

სხვა სტატიები