Belive

ვან დე ბეკი ცალი ფეხით მადრიდშია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"აიაქსის" ახალგაზრდა ტალანტი დონი ვან დე ბეკი "რეალში" გადასვლასთანაა ახლოს. გავრცელებული ინფორმაციით, ვან დე ბეკის თაობაზე, "აიაქსი" "რეალის" წინადადებას დათანხმდა. ესპანური მედია საშუალებების მტკიცებით, "ბლანკოსის" წარმომადგენლები დონი ვან დე ბეკს 5-6 წლიან კონტრაქტს სთავაზობენ. 22 წლის ფეხბურთელის გაფორმება მადრიდელებს £55 მილიონი დაუჯდებათ. 2018/19 წლების სეზონში, "აიაქსის" მაისურით დონი ვან დე ბეკმა 17 გოლის გატანა და 13 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები