Belive

ვან დერ საარი ადასტურებს - მანჩესტერს და რეალს ვან დე ბეეკი სურთ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული ჰოლანდიელი მეკარე ვან დერ საარი, რომელიც ახლა "აიაქსის" აღმასრულებელი დირექტორია, ადასტურებს, რომ "იუნაიტედი" და "რეალი" დონი ვან დე ბეეკით ინტერესდებიან. 23 წლის ნახევარმცველმა ამსტერდამელთა გასული სეზონის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებულმა "აიაქსმა" ნიდერლანდების ჩემპიონატი და თასი მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალში ითამაშა.
"გასაგებია, რომ რეალ მადრიდისა და მანჩესტერ იუნაიტედის დონის გუნდები ვან დე ბეეკით ინტერესდებიან," - განაცხადა ვან დერ საარმა.
ცნობილია, რომ მადრიდული კლუბი ნიდერლანდელში 49 მილიონს იხდიდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის შემდეგ უცნობია, რამდენად შეძლებს "რეალი" ამ თანხის გადახდას.

სხვა სტატიები