Belive

ვან დერ სარი ჩემპიონთა ლიგის ფორმატით უკმაყოფილოა და UEFA-ს აკრიტიკებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა მეკარემ და "აიაქსის" სპორტულმა დირექტორმა, ედვინ ვან დერ სარმა UEFA გააკრიტიკა. ვან დერ სარის თქმით "აიაქსი" მომავალ სეზონში მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან უნდა ერთვებოდეს.
"ჩვენ ეს სეზონი საოცრად ჩავატარეთ. გავხდით ჰოლანდიის ჩემპიონები და მოვიგეთ თასი. ვითამაშეთ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. ამის მიუხედავად, იმისათვის რომ მომავალ სეზონში ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდეთ, უნდა ვითამაშოთ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი და პლეი-ოფი. ეს არასწორია და უსამართლოა" - განაცხადა ვან დერ სარმა.
   

სხვა სტატიები