Belive

ვან დერ სარი - მანჩესტერის ძვირფასო ფანებო

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ჰოლანდიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა კიპერმა, ედვინ ვან დერ სარმა "წითელი ეშმაკების" ფანებს ემოციური წერილი მისწერა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ძვირფასო ფანებო, ვიმედოვნებ თავს კარგად გრძნობთ. როგორც ჩანს, ჩვენი გზები კვლავ გადაიკვეთა. წლევანდელ სეზონში, ერთ-ერთი ჩვენგანი შემოგიერთდებათ. ისევე როგორც უამრავი სხვა ფეხბურთელი - ისიც ბავშვობიდან ჩვენთანაა. დებიუტიდან უმოკლედ დროში, იგი ჩვენს რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. უკანასკნელი რამდენიმე წელი განსაკუთრებით საინტერესო და წარმოუდგენელი გამოდგა. ევროპა ლიგის ფინალი (რომელსაც არ ვნანობ) ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენს მიერ განვლილი გზა და ჰოლანდიის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება განსაკუთრებული აღმოჩნდა. გუნდმა, რომელშიც იგი ასპარეზობდა მსოფლიოს აჩვენა, თუ ვინ ვართ ჩვენ და კლუბის ღირებულებები გააცნო. ისევე როგორ თქვენ, ჩვენც ვამაყობთ იმით, რომ ახალგაზრდა ტალანტებს ვზრდით და უმაღლეს დონეზე თამაშის შესაძლებლობას ვაძლევთ. შეგიძლიათ აღნიშნოთ, რომ თქვენი მომავალი ვარსკვლავი ამ ღირებულებებითაა აღზრდილი. ეს ერთ-ერთია იმ მიზეზთა შორის, რის გამოც მისი წასვლა არ გვსურდა, თუმცა გვესმის რომ მისი გუნდიდან წასვლა გარდაუვალი იყო. მას ოცნების ახდენი საშუალება მივეცით. სად შეიძლება აიხდინოს ოცნება იმაზე უკეთ, ვიდრე თქვენს ოცნებების თეატრში. მერწმუნეთ, ვიცი! გთხოვთ, ყურადღება მიაქციეთ და დონის ოცნების ახდენაში დაეხმარეთ. დატკბით მომავლით."
111

სხვა სტატიები