Belive

ვან დერ სარი შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედის ტექნიკურ დირექტორად დაინიშნოს

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მეკარის, ედვინ ვან დერ საარის განცხადებით, იგი შეიძლება "ოლდ ტრაფორდს" გუნდის ტექნიკური დირექტორის პოსტზე დაუბრუნდეს. აღნიშნული განცხადება მან The Times-თან საუბრისას გააკეთა. ჰოლანდიელი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2005-2011 წლებში თამაშობდა - ამ პერიოდში მან პრემიერ ლიგა 4-ჯერ მოიგო და ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვაც შეძლო. შესაბამისად, მას "წითელ ეშმაკებთან" დიდი ისტორია აკავშირებს. ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, ვან დერ სარმა მენეჯერული საქმიანობა დაიწყო და ამჯამად იგი ამსტერდამის "აიაქსის" გენერალური დირექტორის პოსტს იკავებს. გუნდის ტექნიკური დირექტორის პოსტზე იდეალური კანდიდატი "მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელმა ვიცე-თავმჯდომარემ, ედ ვუდვორდმა უნდა შეარჩიოს. თუმცა ცნობილია, რომ ვუდვორდი რეკომენდაციებს გუნდის მთავარი მწვრთნელისგან, ოლე გუნარ სოლსკიეარისგან მიიღებს, რომელიც 2005-2007 წლებში ვან დერ სარის თაგუნდელი იყო. "მანჩესტერი ჩემთვის უდიდესი გამოწვევა იქნება. ეს არამარტო ცნობილი გუნდი და წარმატებული ბრენდი, არამედ ოჯახური ატმოსფეროა. აქ არიან ადამიანები, რომლებიც გუნდში წლების განმავლობაში მუშაობენ - ვგულისხმობ დამლაგებლებს, მიმღებში მომუშავე ადამიანებს და ა.შ. დიდ პატივს ვცემ ედ ვუდვორდს, რომელიც გუნდის განვითარებისთვის ძალიან ბევრს მუშაობს და მსურს, რომ ამ პროცესის მონაწილე ვიყო," განაცხადა ვან დერ საარმა.

სხვა სტატიები