Belive

ვან დერ სარმა მანჩესტერის მთავარი პრობლემა დაასახელა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ ედვინ ვდან დერ სარმა თქვა, რომ "წითელი ეშმაკების" ამჟამინდელი წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ქარიზმატული ფეხბურთელების ნაკლებობაა. "შემიძლია ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ. როცა "მანჩესტერში" მოვედი, ჩვენ ისეთი ფეხბურთელები გვყავდა, როგორებიც რაიან გიგზი, პოლ სქოულზი, რიო ფერდინანდი, გარი ნევილი და რობი კინი არიან. შესაბამისად, გუნდს ყოველთვის ჰქონდა ქარიზმა, ის რაც "იუნაიტედს" ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მეტად აკლდა. სწორედ ესაა, განსხვავება ძველ და ახლანდელ გუნდებს შორის. ახლა ძველი შედეგების მიღწევა ძალიან რთულია. "მანჩესტერი" 8 წლის წინ დავტოვე, მე იქ 6 შესანიშნავი სეზონი გავატარე, 4-ჯერ პრემიერლიგა მოვიგე და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვითამაშე. მას მერე სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ბევრი მწვრთნელი შეიცვალა, თუმცა პროგრესი არ ჩანს. გუნდს ბევრი ახალგაზრდა და გამოუცდელი ფეხბურთელი ჰყავს, თუმცა მათ უფრო გამოცდილი მოთამაშეებისგან ბევრი რამის სწავლა სჭირდებათ",-თქვა ვეტერანმა ჰოლანდიელმა გოლკიპერმა.

სხვა სტატიები