Belive

ვან დერ ვაარტი: "რონალდუ კლუბისთვის თამაშობს, მესი სეირნობს..."

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა - რაფაელ ვან დერ ვაარტმა, საკუთარ კლუბებში კრიშტიანუ რონალდუსა და მესის როლებზე ისაუბრა. "აიაქსისა" და მადრიდის "რეალის" ყოფილმა ვარსკვლავმა, ლეო მესი მკაცრად გააკრიტიკა, კრიშტიანუ რონალდუ კი აქო. ვან დერ ვაარტმა ასევე ეჭქვეშ დააყენა მესის მონდომება და ქმედებები "პსჟ"-ში.
"მესის უნდა რცხვენოდეს, რომ იგი "პსჟ"-ში მოედანზე დადის და არც კი აქვს სურვილი, რომ ირბინოს და კლუბს დაეხმაროს, რონალდუ კი საკუთარი კლუბის უკეთ თამაშისთვისა და აღმავლობისთვის იბრძვის. ჩემში ძალიან დიდ გაბრაზებას იწვევს ის ფაქტი, რომ რონალდუსა და მესის ერთმანეთს ადარებენ, რადგან ნათლად ჩანს, რომ მესი მოედანზე მხოლოდ დადის, რონალდუ კი "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალ ლეველზე ასაწევად იბრძვის. ვუყურებ მესის და ვფიქრობ, არ რცხვენია? ძალიან ვღიზიანდები და ეს სეირნობა შევამჩნიე მაშინ, როდესაც კუმანის ხელში "ბარსელონაში" ბოლო პერიოდს ატარებდა. ეს არ არის ნორმალური ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელისთვის, რადგან ასეთი ფეხბურთელი აღარასოდეს დაიბადება". - ვან დერ ვაარტი.  

სხვა სტატიები