Belive

ვან დერ ვაარტი: "ჟოაო ფელიქსი არასწორ გუნდში მოხვდა"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რაფაელ ვან დერ ვაარტმა პორტუგალიელი ვუნდერკინდის, ჟოაო ფელიქსის შესახებ ისაუბრა და მისი წარუმატებელი სეზონი იმ მიზეზით ახსნა, რომ "მან არასწორი არჩევანი გააკეთა." "ჟოაო ფელიქსი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ის არასწორ ადგილას მოხვდა. როდესაც "ატლეტიკომ" პორტუგალიელი შეიძინა, ვიცოდი რომ სიმეონე მას სათამაშო სტილს შეუცვლიდა. ჩემთვის გასაგებია, რომ გამარჯვება უმნიშვნელოვანესია, თუმცა გუნდმა ასევე უნდა გაითვალისწინოს, თუ რა სჭირდება მისი დონის ტალანტს განვითარებისთვის," განაცხადა ვან დერ ვაარტმა. 20 წლის პორტუგალიელი "ატლეტიკომ" ზაფხულში €126 მილიონის სანაცვლოდ შეიძინა. ფელიქსის ნიჭიერებასა და გამორჩეულობაში ეჭვის შეტანა საკმაოდ რთულია, თუმცა თუკი სტატისტიკური თვალსაზრისით განვიხილავთ, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ჯერჯერობით მან იმედები ვერ გაამართლა: 24 შეხვედრაში, მის ანგარიშზე 4 გოლი და 2 საგოლე პასი ირიცხება. გასულ თვეში ფელიქსმა საინტერესო განცხადება გააკეთა, სადაც გარკვეული ქვეტექსტების ამოკითხვა შეიძლება. მისი თქმით, "ბენფიკაში" გატარებული პერიოდი დაუვიწყარი იყო და რომ იგი პორტუგალიურ გუნდში დაბრუნებას კვლავ განიხილავს. "ახლა ვიაზრებ, თუ რამდენად ბედნიერი ვიყავი "ბენფიკაში." პორტუგალიაში დაბრუნებას ვგეგმავ, ჩემი სურვილია, გუნდის ისტორიაში ჩემი კვალი დავტოვო," აღნიშნა პორტუგალიელმა.  

სხვა სტატიები