Belive

ვან დაიკის საოცარი ჟესტი ბაიერნთან მატჩამდე (ვიდეო)

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
  გუშინ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში, "ლივერპულმა" შინ "ბაიერნი" მიიღო. შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა. აღნიშნული დაპირისპირების დაწყებამდე, ინგლისელთა მცველმა, ვან დაიკმა სტადიონზე მისული ქომაგებს საოცარი ჟესტი აჩვენა. საქმე იმაშია, რომ შეიქმნა  ფონდი, სახელად, "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომისია" (ICRC), რომელიც იმ ოჯახებს ეხმარება, რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტებისა და ძალადობის ფაქტების გამო დაზარალდნენ. რაც შეეხება ვან დაიკს, ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა აღნიშნულ ფონდში 100 000 ევრო გადარიცხა. "ეს დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არ მეგულება ბევრი ასეთი ორგანიზაცია, რომელიც ადამიანებს ეხმარება. ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია მსოფლიოში. დღის ბოლოს ყველას უნდა, რომ ოჯახის წევრებს ჩაეხუტოს და დრო მათთან ერთად გაატაროს," - განაცხადა ვან დიიკმა.

სხვა სტატიები