Belive

ვან გაალი: "დი მარიამ პრემიერ ლიგას ვერ გაუძლო"

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ანხელ დი მარიას განცხადებით, პრემიერ ლიგაში მისი წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ლუის ვან გაალი იყო. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა არგენტინელს ღია პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ დი მარიამ პრემიერ ლიგას უბრალოდ ვერ გაუძლო. "მანჩესტერ იუნაიტედმა" ანხელ დი მარია "რეალისგან" 2014 წელს £59.7 მილიონად შეიძინა, რაც იმ დროს პრემიერ ლიგის რეკორდს წარმოადგენდა. დი მარიაზე გუნდი უდიდეს იმედებს ამყარებდა, თუმცა არგენტინელმა საკუთარი პოტენციალის გამოვლინება ვერ შეძლო და კარგი სათამაშო ფორმაც დაკარგა. დი ამრიამ "ოლდ ტრაფორდზე" მხოლოდ 1 წელი გაატარა - 32 შეხვედრაში მან მხოლოდ 4 გოლის გატანა და 12 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. დი მარიას თქმით, იგი გუნდს ვერ შეეწყო, რაც ვან გაალის დამსახურება იყო, რასაც ჰოლანდიელი სპეციალისტი კატეგორიულად არ ეთანხმება. "შეგიძლიათ შეამოწმოთ - არგენტინელი შეტევაში ყველა პოზიციაზე ვათამაშე, თუმცა იგი კარგად არ თამაშობდა. დი მარია პრემიერ ლიგის გაუჩერებელ, დაძაბულ რიტმს ვერ მოერგო მისი წარუმატებლობა სწორედ მხოლოდ მისივე ბრალია," აღნიშნა მან. ასევე იხილეთ: დი მარიამ მონპელიეს ულამაზესი ჯარიმა გაუტანა (ვიდეო) ასევე იხილეთ: დი მარიამ ულამაზესი გოლით “დიჟონთან” ანგარიში გახსნა (ვიდეო)  

სხვა სტატიები