Belive

ვან გაალი ფეხბურთს უბრუნდება?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიური მედიის თანახმად, ლისაბონის "ბენფიკას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე შესაძლოა ლუის ვან გაალი დაინიშნოს. A Bola იტყობინება, რომ ამ ეტაპზე ჰოლანდიელ სპეციალისტთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და სავარაუდოდ, ორი მხარე საბოლოო გადაწყვეტილებას მომდევნო კვირაში მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ვან გაალი უკანასკნელად "მანჩესტერ იუნაიტედს" წვრთნიდა (2014-2016). მას წითელ ეშმაკებთან 3-წლიანი კონტრაქტი აკავშირებდა და როგორც გუნდის სპორტული დირექტორი, ედ ვუდვორდი აღნიშნავდა, ვან გაალმა "მანჩესტერს ახალი ენერგია შემატა." თუმცა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ოლდ ტრაფორდის პუბლიკა მხოლოდ FA თასით გაახარა.    

სხვა სტატიები