Belive

ვან გაალი: ,,რთულია, ფეხბურთელებს უთხრა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებენ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა, ისაუბრა იმაზე თუ როგორ შეატყობინა სამუნდიალო განაცხადს მიღმა დარჩენილ ფეხბურთელებს თავისი გადაწყვეტილება:

,,იოლი არ არის ფეხბურთელებს უთხრა, რომ ისინი განაცხადში ვერ მოხვდნენ. 2 საათამდე დავხარჯე იმისთვის, რომ FaceTime-ის საშუალებით ჩემი მოთამაშეებისთვის მიღებული გადაწყვეტილება ამეხსნა. ეს რთული ამოცანა იყო. ისიც უნდა გამეთვალისწინებინა, რომ მათი ნაწილი ინგლისში თამაშობს და ნიდერლანდებთან დროში სხვაობა ერთი საათია. რამდენიმე შიშველი ფეხბურთელიც დავინახე, რადგან ისინი ახალი გაღვიძებულები იყვნენ,'' - ვან გაალის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

ლუი ვან გაალის გადაწყვეტილებით, ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების განაცხადს მიღმა დონი ვან დე ბეკი, რაიან გრავენბერხი და იასპერ სილესენი დარჩნენ.

ნიდერლანდები მსოფლიო ჩემპიონატის A ჯგუფში სენეგალის, ეკვადორისა და ყატარის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

სხვა სტატიები