Belive

ვან გაალი: ,,ველოდი, რომ აშშ პლეი-ოფში გავიდოდა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა, აშშ-სთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,აშშ ფიზიკურად ძლიერი გუნდია, ძლიერი ფეხბურთელებით. მათ წინააღმდეგ თამაში ყველასთვის რთულია, ეს შედეგებიდანაც გამოჩნდა. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოვიგოთ. ვფიქრობ, ამერიკის ნაკრები კარგად ვითარდება. ეს რაღაც არსებითად ამერიკულია, როდესაც პროგრესი სწრაფია...

მათი ბევრი ფეხბურთელი ევროპის ტოპ კლუბში თამაშობს, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ შედეგებს აღწევენ. შესაძლოა, აშშ-ში ამას ყველა არ ელოდა, მაგრამ, როცა მათ თამაშს დააკვირდებით, ყველაფერი ცხადი ხდება. ამერიკის პირველი მატჩის ხილვის შემდეგ, ველოდი, რომ ისინი პლეი-ოფში გავიდოდნენ,'' - განაცხადა ვან გაალმა.

დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში, ნიდერლანდების ნაკრები აშშ-ს შეხვდება. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები