Belive

ვან პერსი: "იმპულსური გადაწყვეტილებები არ მიყვარს, სულშერს საკმარისი დრო სჭირდება" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი თავდამსხმელი რობინ ვან პერსი გუნდის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ ოლე გუნარ სულშერს, რომელიც კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფება, მხარს უჭერს. "მწვრთნელების გათავისუფლების საკითხში მე იმპულსური გადაწყვეტილებების მომხრე არ ვარ. ამიტომ ვფიქრობ, რომ სულშერს უნდა მიეცეს დრო საკუთარი იდეების განსახორციელებლად. იმედი მაქვს, რომ ის კლუბის ხელმძღვანელობისგან საკმარის ნდობას მიიღებს. ნებისმიერ შემთხვევაში, "ბასაქშეჰირთან" მატჩი საკმარისად კარგი არ იყო. ეს არის მანჩესტერ იუნაიტედი - გუნდი, რომელმაც ყოველ ჯერზე მოედანზე შესანიშნავი ფეხბურთი უნდა აჩვენოს. დიახ, მათ ეს ამჯერად ვერ შეძლეს. იმედი მაქვს, რომ ისინი რეაბილიტირებულნი იქნებიან შემდეგ შაბათს", - თქვა ვეტერანმა ნიდერლანდელმა. 37 წლის ვან პერსი, რომელიც "წითელი ეშმაკების" მაისურს 2012-15 წლებში ირგებდა და გუნდთან ერთად ინგლისის პრემიერლიგისა და სუპერთასის მოგება მოახერხა, ამჟამად როტერდამის "ფეიენოორდის" სამწვრთნელო შტაბში მუშაობს. "წითლებს" პრემიერლიგაში 6 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვთ და მე-15 პოზიციას იკავებენ. შემდეგ შეხვედრას ნორვეგიელი სპეციალისტის გუნდი "გუდისონ პარკზე", 7 ნოემბერს, "ევერტონის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები